The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ღლონტი

გურამ ღლონტი
სხვა სახელი:გური
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე(ახლანდელი ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს.

1970-2012წწ. მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადული"-ს მთავარ მხატვრად; მხატვრულად გაფორმებული აქვს 300-ზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. 1974-1975წწ., 11978, 1985-1987წწ. მუშაობდა მხატვართა სახლ "სენეჟი"-ს(რუსეთი) შემოქმედებით ჯგუფში; 1975 წელს იყო ქ. გორში ჩატარებული ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა პირველი რესპუბლიკური სემინარის გრაფიკის სექციის ხელმძღვანელი; 1995-2005წწ. ი. ნიკოლაძის, ე. შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის სპეციალობის პედაგოგი; 1976 წელს მონაწილეობდა გერმანიაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო გამოფენა-სემინარში "Intergrafik 76". მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში, ქ. ქუთაისის სურათების გალერეაში, პოლონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიაში - პროფ. პეტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; მოსკოვის: ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საფრანგეთის, გერმანიის; თურქეთის, აშშ-ის, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. 1960-1961წწ. დასახელებული იყო საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობა, წევრი (1977-1987)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1974-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • მწიგნობრობა ქართული : მრავალტომეული (ილუსტრატორი) // ტ. 16 : სასულიერო მწერლობა : ქადაგებები, სიტყვები, წერილები. - თბილისი, ციცინათელა, 2013. - 480გვ.. - ISBN: 978-9941-9300-3-4
  • ნაცნობი სურათები : პოეზია (ილუსტრატორი). - თბილისი, ეთნოპოლიტიკა, 2009. - 38გვ.. - ISBN: 978-9941-0-1789-6
  • ლექსები, პოემები (ილუსტრატორი). - თბილისი, ნაკადული, 1996. - 320გვ.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ს. ჩიქოვანის ქ. N31
    ტელეფონი:593 41 57 10; 2 33 71 61
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: