შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში, ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 წელს სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქალაქ სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ნოე ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი. მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |