Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე ადამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში, ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 წელს სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქალაქ სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ნოე ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი. მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |