The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ადამია

დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1913
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1982  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1938 წელს.

მუშაობდა მშენებლობებზე, საპროექტო დაწესებულებებში. არის რამდენიმე განხორციელებული პროექტის ავტორი. 1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მეცნიერულად შეისწავლა, აზომა და გამოსცა ხალხური არქიტექტურის ნიმუშები და ძეგლები(აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, საინგილო). არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი(1949), არქიტექტურის ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: