The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2001 წელს; მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი CESMA) 2002 წელს.

1997–1999წწ. საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი; 1999 წელს შემოსავლების სამინისტრო, სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1999-2001წწ. რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი(CERMA), მთავარი კონსულტანტი; 2002-2007წწ. შპს "წინანდლის ძველი მარანი", გენერალური მენეჯერი; 2007-2009წწ. USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2009-2012წწ. შპს "SCHUCHMANN WINES GEORGIA" -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2012 წლიდან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2017-2022წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად დაინიშნა; 2021 წლის 12 ივლისიდან ვიცე-პრემიერი; 2024 წლის 8 თებერვლიდან პირველი ვიცე-პრემიერი.

წყარო: საქართველოს მთავრობაgov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირი, გამგეობის თავჯდომარე (2010-2011)

გააზიარე: