შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადარნასე შავლიანი![]()
ბიოგრაფიაადარნასე შავლიანი იყო აფხაზთა–დასავლეთ საქართველოს მეფე დაახლოებით 880—887 წლებში. გამეფდა ივანე შავლიანის სიკვდილის შემდგომ. შავლიანთა მეფობის დროსაც გრძელდებოდა აფხაზთა სამეფოს ბრძოლა ქართულ სამეფო–სამთავროებს შორის ჰეგემონიისათვის. კერძოდ, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფო ჩაერია ტაო–კლარჯეთის მმართველებს შორის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა გუარამ მამფალსა და დავით კურაპალატს შორის, რომელიც ბაგრატ კურაპალატის ვაჟიშვილი იყო, მაგრამ შავლიანთა ბატონობა აფხაზეთის სამეფო ტახტზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბაგრატი, დემეტრე II აფხაზთა მეფის შვილი, ბიზანტიელთა ჯარით დაბრუნდა უკან, დაამარცხა ადარნასე I, მოკლა იგი და თვითონ დაიკავა სამეფო ტახტი. ka. wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |