შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიტალი დარასელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. 1967 წელს ფეხბურთის თამაში დაიწყო ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში; შემდეგ თამაშობდა ადგილობრივ "ამირანში"; 1975 წლიდან თბილისის "დინამოში"; 1982 წელს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; ჩატარებული აქვს სსრკ ჩემპიონატებში 192 მატჩი (გაიტანა 26 გოლი); 4–ჯერ იყო დასახელებული სსრკ ფეხბურთელთა სიაში: "33 საუკეთესიო"; დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში; 2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია გაიხსნა; 2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317; facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |