The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი დარასელია

ვიტალი დარასელია
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1957
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1982  (25 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ოჩამჩირე
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

1967 წელს ფეხბურთის თამაში დაიწყო ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში; შემდეგ თამაშობდა ადგილობრივ "ამირანში"; 1975 წლიდან თბილისის "დინამოში"; 1982 წელს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; ჩატარებული აქვს სსრკ ჩემპიონატებში 192 მატჩი (გაიტანა 26 გოლი); 4–ჯერ იყო დასახელებული სსრკ ფეხბურთელთა სიაში: "33 საუკეთესიო"; დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში; 2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია გაიხსნა; 2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317; facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1981 - ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი
  • 1980 - ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის
  • 1979 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1978 - სსრკ ჩემპიონი
  • 1976 - სსრკ თასის მფლობელი
  • ბრინჯაოს მედალი
  • ვერცხლის მედალი

გააზიარე: