The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დარასელია

მიხეილ დარასელია
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1997  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1928 წელს.

1928-1929წწ. მუშაობდა ოზურგეთის სუბტროპიკული კულტურების ცენტრალურ საცდელ სადგურში დირექტორად; 1930-1974წწ. ანასეულის ჩაისა და სუტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობისა და მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1976-1988წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერული პრობლემების განყოფილების აკადემიკოს–მდივანი; დაამუშავა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ჩამორეცხილი ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის საკითხები; შეისწავლა საქართველოს ეწერი და წითელმიწა ნიადაგები; აგრონომი, ნიადაგმცოდნე, გეოლოგიური–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1949).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (1955-)
  • საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1979-1997)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: