Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადარნასე (პატრიკი)![]()
Biographyადარნასე პატრიკი იყო ჰერეთის მეფე დაახლოებით 906–943 წლებში. ტახტზე ავიდა გრიგოლ ჰამამის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობის დროს ჰერეთის სამეფოს ენერგიულად შეუტია კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I–მა. იგი დაუკავშირდა აფხაზთა მეფეს კონსტანტინეს და დაახლოებით 915 წელს მასთან ერთად ილაშქრა ჰერეთში. მოკავშირეებმა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ვეჯინის ზავის თანახმად ადარნასე პატრიკმა მოწინააღმდეგეებს დაუთმო ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში და გავაზნი–კონსტანტინეს, ხოლო ორჭობი კვირიკეს, მაგრამ მოკლე ხანში ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკის გართულებით და აღნიშნული პუნქტები ისევ უკან დაიბრუნა. ადარნასე პატრიკი უნდა იგულისხმებოდეს ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერის(დაახლოებით 914 წელი) "ჰერთა მეფეში". არაბი ავტორი მასუდი(X საუკუნე) ადარნასე პატრიკს იბნ–ჰამამის სახელწოდებით იხსენიებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |