The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ შერგელაშვილი

თენგიზ შერგელაშვილი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართლისმცოდნეობა 1998 წელს და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2000 წელს.

1998-1999წწ. საინფორმაციო სააგენტო "სარკე", ანალიტიკოსი; 1999-2000წწ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, პროგრამის დირექტორი; 2001 წელს USAID-ურბანული ინსტიტუტი, პროგრამის კონსულტანტი; 2001-2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამისკონსულტანტი, მომხსენებელი, სტრატეგიული განაცხადების დოკუმენტების ავტორი; 2007­ -2008წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", ექსპერტი; 2002 წლიდან  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი; 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2010 ­ წლიდან ევროპული ინიციატივა–ლიბერალური აკადემია, თბილისი, ანალიტიკოსი; 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტი, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2012-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2016წწ.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი: economists.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საბჭო , თავმჯდომარე (2002-2006)
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, აღმასრულებელი მდივანი (1997-2001)
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობა, თავმჯდომარე (2001-2006)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული კომიტეტის წევრი (2006-)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია , რეგიონული სამსახურის უფროსი (2006-2009)
  • ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველო"-ს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამა, ადგილობრივი თვითმმართველობის ქვესაბჭოს თავმჯდომარე (2002-2005)

გააზიარე: