The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბუხუტი დარახველიძე

ბუხუტი დარახველიძე
Legal name:გიორგი დარახველიძე
Date of birth:15 July, 1914
Date of death:25 November, 1982  (at 68 years)
Burial location:ქ. თბილისი
Category:Dancer, Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეხიდრისთავი, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1940 წელს.

1937 წლიდან ცეკვა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1937-1941 წლამდე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა, პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტ-მოცეკვავეა. 1941 წელს საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, სადაც მეავტომატეთა ასეულს მეთაურობდა. 1946-1949 წლებში დარახველიძემ მუშაობა დაიწყო თბილისის ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლში. 1956-1957 წლებში იყო ლენინური კომკავშირის სახ. თბილისის ცენტრალური კულტურის სახლის მოცეკვავეთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1957-1958 წლებში საქართველოს პროფსაბჭოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. 1959-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ა/კ რკონიგზის სახლთან არსებულ მოცეკვავეთა ანსამბლს, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად თბილისის ბ. ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. 1961-1965 წლებში მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსა და გორკის სახ. კულტურის სახლის ქორეოგრაფიული კოლექტივების ხელმძღვანელად. 1965-1969 წლებში მუშაობდა რუსთავის ახლად შექმნილ მოცეკვავეთა ანსამბლ "სალხინოში" სამხატვრო ხელმძღვანელად და ცეკვების დამდგმელად. 1968–1970 წლებში ხელმძღვანელობდა თელავისა და ახმეტის ხალხური ცეკვების ანსამბლებს. 1970 წელს ჩამოაყალიბა ქუთაისის ხალხური ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლი "ქუთაისი", რომელსაც სათავეში ედგა 1975 წლამდე. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქორეოგრაფიულ სტუდიას ქუთაისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში. 1976 წელს დაინიშნა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობაზე. იგი იყო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI, VII, VIII, IX და X ფესტივალების მონაწილე, არის ამ ფესტივალების ოთხი ოქრისა და ერთი ვერცხლის მედლის, აგრეთვე ხუთივე ფესტივალის ლაურეატის საპატიო წოდების მფლობელი. მისი დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სალხინო", "ფარიკაობა", "ზემოხეური", "ახალგაზრდული", "აწკიპულა", "ალალმე", "გოგმანი", "შურდულა", "სადარბაზო", "ძველი თბილისი", ასევე ცეკვებს დგამდა დრამატულ თეატრებში: ო. თაქთაქიშვილის ოპერა "მთვარის მოტაცებაში" (სსრკ სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სცენაზე, 1977), კინოფილმებში და საოპერო წარმოდგენებში. არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI  (მოსკოვი, 1957), VII (ვენა, 1959), VIII (ჰელსინკი, 1962), X (ბერლინი, 1973) მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.58

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: