The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ადეიშვილი

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1927  (92 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმური, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. 1976–1978 წლებში იყო საქართველოს პროფესიულ–ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1986 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო პოლიტიკური ეკონომიის შრომითი რესურსების ფორმირებისა და რაციონალური დასაქმების, განათლების ეკონომიკის სპეციალისტთა კადრების მომზადებისა და პროგნოზირების, დემოგრაფიის პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1973), პროფესორი(1974).  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.51 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: