The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ადეიშვილი

ნოდარ ადეიშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიბლარი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლი–სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა სამტრედიის გაზეთ "წინსვლაში" 1950 წელს. ნოდარ ადეიშვილის ეკუთვნის ლექსთა კრებულები: "შენ დამრჩი საფერებელი"(1972), "თოვლის სინათლე"(1976), "ღამის ცა"(1977), "შენს სიყვარულში"(1979), "მთვარის გზები"(1981), "სარკის ნატეხები"(1983), "შეგხედავ, გამიხარდება"(1984), "ჩიტების მხარე"(1985), "მგზავრები"(1987), "სულ ეს ყოფილა"(1989) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.51; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.188

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: