შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა სეფაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მსოფლიო ეკონომიკის სპეციალიზაციით - 2002 წელს. 1997-1998წწ. - გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი "ქალები განვითარების პროცესში"; 1997-2004წწ. - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი - მრჩევლი; 1999-2002წწ. - გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი - გენდერული განვითარების პროცეში"; 2002-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა კათედრა, დოცენტი; 2005 წელს - კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2005-2006წწ. - დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2006-2013წწ. - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2009-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი; 2012-2018წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური აღრიცხვის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2015-2016წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2016-2017წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის აპარატის მრჩეველი; 2018-2025წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრაზე ასოცირებული პოფესორი; 2020 წელს - ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი. 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |