The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მსოფლიო ეკონომიკის სპეციალიზაციით 2002 წელს.

1997-1998წწ. გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი "ქალები განვითარების პროცესში"; 1997-2004წწ. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი - მრჩევლი; 1999-2002წწ. გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი - გენდერული განვითარების პროცეში"; 2002-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა კათედრა - დოცენტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2005); 2005-2006წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2006-2013წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2009-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი; 2012-2018წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური აღრიცხვის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2015-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე; 2016-2017წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მინისტრის აპარატის მრჩეველი; 2018-2025წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრაზე ასოცირებული პოფესორი; ევროპის საბჭო, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის (2020); 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშშროების კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი , წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

გააზიარე: