The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1970
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 2019  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს.

1987-1988წწ., 1990-1992წწ. საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელი; 1996-1997წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციათა კურსს კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; 1997-1998წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2008წწ. გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2016-2019წწ. ონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში საქართველოს მაგალითზე", დაცივა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" , პოლიტიკური საბჭოს წევრი (2013-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2012)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: