The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თაბუაშვილი

გიორგი თაბუაშვილი
Date of birth:11 November, 1973  (50 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა(სამართალმცოდნეობა) და ეკონომიკის ფაკულტეტები 1996 წელს; ილინოისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2002 წელს; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი(ESI INTERNATIONAL) თავისუფალი უნივერსიტეტი 2010 წელს.

1996-1997წწ. პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში; 1997 წელს  საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სტაჟიორი; 1997-1998წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1998-1999წწ. KPMG/Barents Group LLC, ფისკალური რეფორმების პროექტის(USAID) ფისკალური ანალიტიკოსი; 1999-2000წწ. საქართველოს პარლამენტი, გადასახადების და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი; 2002-2004წწ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში, ფისკალური ეკონომისტი; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ხაზინის უფროსი; 2007-2008წწ. შპს "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია", ფინანსური დირექტორი; 2008-2012წწ. შპს "პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG", გენერალური დირექტორი; 2009 წელს მსოფლიო ბანკის "სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი", ხაზინის ექსპერტი; 2009-2010წწ. ევროკავშირის "სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგის" პროექტის მთავარი ეკონომისტი; 2009-2012წწ. შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა"(ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი), ფინანსური დირექტორი; 2012 წელს კომპანია "ფაიზერის წარმომადგენლობა საქართველოში", ფინანსური მენეჯერი; 2012-2013წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2013 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2014 წლიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი.

Member of Organizations

  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია , გამგეობის წევრი (1993-1996)

Share: