| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცოტნე ყავლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2006 წელს. 2005-2006წწ. "საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტი", ექსპერტის თანაშემწე; 2006 წელს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველო, სპეციალისტი; 2006-2007წწ. საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო, სპეციალისტი; 2007 წელს უფროსი სპეციალისტი; 2007-2008წწ. მთავარი სპეციალისტი; 2008-2012წწ. საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წელს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი; 2015-2022წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2022-2025წწ. დაინიშნა საქართველოს გენერალურ აუდიტორად. 2025 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: mof.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

