შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ავაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს. 1944-1949წწ. მუშაობდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950-1959წწ. - თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე - 1957 წლამდე დოცენტის თანამდებობაზე, 1957-1959წწ. - ამავე კათედრის გამგედ; 1964-1984წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე იყო. იგი კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით იკვლევდა ბრტყელი დრეკადობის თეორიის და პოტენციალთა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. ასევე, იკვლევდა სივრცული დიფრაქციის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული სტაციონარული ელექტრომაგნიტური რხევის სასაზღვრო ამოცანების შესწავლისას; გამოიკვლია ელექტრომაგნიტური სინუსოიდალური ტალღის დიფრაქციის სასაზღვრო ამოცანა სამგანზომილებიან სივრცეში ნებისმიერი ლიაპუნოვის ზედაპირის გარშემო. ამის გარდა, რხევის განტოლებისათის სამგანზომილებიან სივრცეში მან დაამტკიცა გამოსხივების პრინციპი და ნახევარსივრცეში შეისწავლა ელექტროდინამიკის პირველი ძირითადი სასაზღვრო ამოცანა. მის მიერ მიღებული შედეგები შესულია ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა: ვ. სმირნოვის მრავალტომეული, "უმაღლესი მათემატიკის კურსი" (1941, ტომი IV), ნ. მუსხელიშვილის "სინგულარული ინტეგრალური განტოლებები" (1946), ა. სოკოლნიკოვის "დრეკადობის მათემატიკური თეორია" (1946). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975. -გვ.114; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.180 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |