შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს. მან შექმნა ქართული კულტურის მოღვაწეთა, უმეტესად მწერალთა შემოქმედებითი პორტრეტები. მოქანდაკეთაგან პირველმა გამოიყენა ხე სკულპტურული პორტრეტისათვის. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ალექსანდრე ყაზბეგი (1947, ხე), ვაჟა–ფშაველა (1948, ქვა), ვაჟა–ფშაველა (1955, ქვა, ქართული ლიტერატურის მუზეუმი), ვაჟა–ფშაველა(1987, ბრინჯაო, ჩარგალი), გალაკტიონი (1953, ხე, ქართული ლიტერატურის მუზეუმი), გალაკტიონი (1968, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი), გალაკტიონი (1982, ბრინჯაო, სოფ. ჭყვიში), ფიროსმანი (1962–1963, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), მირზა გელოვანი (1963, მარმარილო, თიანეთი), გიორგი ლეონიძე (1974, ხე, სოფ. პატარძეული), აკაკი შანიძე (1979, ბრინჯაო, საქართველოს სურათების გალერეა), ტიციან ტაბიძე (1982, ბაზალტი, ქ. ვანი), ილია ჭავჭავაძე (1987, ქვა, საგურამო), ლადო ასათიანი (1987, ბრინჯაო, ცაგერი), აკაკი წერეთლისა (1992, ბრინჯაო) და ექვთიმე თაყაიშვილის (1993, ბრინჯაო) მონუმენტები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.146 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |