The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი ბარნაბიშვილი

ლერი ბარნაბიშვილი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს.

1992-2000წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახური, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2000-2003წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ოპერატიულ-ანალიტიკური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი; ამავე წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2004-2005წწ. მეოთხე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2005-2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი; 2007 წელს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2009წწ. მესამე სამმართველოს უფროსი; 2009-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი; 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2013-2015წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; 2015 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: http://www.mof.ge/4897


გააზიარე: