The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ევროპული მენეჯმენტის პროგრამა (ბრიუსელი, ბელგია) 1991 წელს.

1983-1992წწ. საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის "დინამოს" წყალბურთის გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი; 1992-1993წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტი, სახელმწიფო მრჩეველი; 1993-1994წწ. საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1997წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი; 1998-2014წწ. შპს "ისთერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი; 2001 წელს "ბი-ფი-არ პროდაქშენის" პროგრამა "ხელოვნების მენეჯმენტის" კონსულტანტი(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); 2003-2005წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი; 2005-2014წწ. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი; 2014-2017წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2017-2018წწ. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი; 2018-2019წწ. საქართველოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირველი მო­ად­გი­ლე.

წყარო: საქართველოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სამინისტროს ვებ-გვერდი: mes.gov.ge


გააზიარე: