შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს. 1993-1996წწ. თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, ნედლეულის საამქროს ბრიგადირი; 1996 წელს ჯანმრთელობის სახელმწიფო ფონდი, სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 1997-1998წწ. ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო დეპარტამენტის სახელმწიფო ფონდების მომსახურების სპეციალური სახაზინო სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 1998-1999წწ. სახაზინო დეპარტამენტის N6 ხაზინა, მთავარი ბუღალტერი; 1999-2001წწ. სახაზინო სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი, მთავარი მუღალტერი; 2001-2002წწ. სახაზინო სამსახური, უფროსის მოადგილე; 2002-2004წწ. სახაზინო სამსახური, უფროსის პირველი მოადგილე; 2004-2005წწ. საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი; 2005-2006წწ. შპს "საქართველოს რკინიგზა", ფინანსური დირექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. გენერალური დირექტორის კონსულტანტი; 2007 წელს საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი; 2007-2008წწ. ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ცენტრალური აპარატი, აუდიტის სამმართველოს უფროსი; 2008-2009წწ. აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010წწ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი; 2011-2012წწ. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი; 2012-2014წწ. სსიპ შემოსავლების სამსახური, უფროსის მოადგილე; 2014 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2014 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mcs.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |