The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ავალიანი

სხვა სახელი:Neuter  (ფსევდონიმი)
ОН  (ფსევდონიმი)
ამხანაგი  (ფსევდონიმი)
დამსწრე  (ფსევდონიმი)
დონ–ვალიანი  (ფსევდონიმი)
ისარი  (ფსევდონიმი)
კირაკოზა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1932  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ქვიტირი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

იყო კულტურულ–საგანმანათლებლი და საქველმოქმედო ორგანიზაციების(ქართველთა შორის წერა–კითხვის  გამავრცელებელი საზოგადოება, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, წიგნის საგამომცემლო ამხანაგობა, ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება და სხვ.) აქტიური მონაწილე. 1906 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში(იყო გამგეობის მდივანი), საადგილმამულო ბანკში და სხვ. 1897 წლიდან მისი წერილები, ნარკვევები, თარგმანები, თეატრალური რეცენზიები  სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ პრესაში("ივერია", "ცნობის ფურცელი", "სახალხო ფურცელი", "გრუზია", "ვოზროჟდენიე", "ჩერნომორსკი ვესტნიკი", "ს.–პეტერბურგსკიე ვედომოსტი") ფსევდონიმებით: "დონ–ვალიანი", "დამსწრე", "ამხანაგი", "ისარი", "კირაკოზა", "ОН", "Neuter". თარგმნა უცნობი ავტორის "ორი მხატვარი"(1912, თბილისი), მ. დიმიტრიევის "პაწია და ბუნგლია"(1902, 1926, ქუთაისი), ი. მავრის "ჩადრი", რ. თაგორის  საყმაწვილო მოთხრობები და სხვ. საზოგადო მოღვაწე.

  წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.58


გააზიარე: