Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ქვიტირი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იყო კულტურულ–საგანმანათლებლი და საქველმოქმედო ორგანიზაციების(ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, წიგნის საგამომცემლო ამხანაგობა, ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება და სხვ.) აქტიური მონაწილე. 1906 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობაში(იყო გამგეობის მდივანი), საადგილმამულო ბანკში და სხვ. 1897 წლიდან მისი წერილები, ნარკვევები, თარგმანები, თეატრალური რეცენზიები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ პრესაში("ივერია", "ცნობის ფურცელი", "სახალხო ფურცელი", "გრუზია", "ვოზროჟდენიე", "ჩერნომორსკი ვესტნიკი", "ს.–პეტერბურგსკიე ვედომოსტი") ფსევდონიმებით: "დონ–ვალიანი", "დამსწრე", "ამხანაგი", "ისარი", "კირაკოზა", "ОН", "Neuter". თარგმნა უცნობი ავტორის "ორი მხატვარი"(1912, თბილისი), მ. დიმიტრიევის "პაწია და ბუნგლია"(1902, 1926, ქუთაისი), ი. მავრის "ჩადრი", რ. თაგორის საყმაწვილო მოთხრობები და სხვ. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |