The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ავალიანი

დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1948  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ციხესულორი, ვანის რაიონი.

დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი 1910 წელს, კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1919 წელს.

1930 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური სასწავლო ინსტიტუტი. 1930–1938 წლებში იყო ამ ინსტიტუტის ხის მექანიკური დამუშავების  ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე. 1938 წლიდან (ამ ინსტიტუტის საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ) ხელმძრვანელობდა ხის დამუშავების ტექნოლოგიის კათედრას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ხე–ტყის მექანიკური დამუშავების დარგში. პროფესორი (1932). 

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.58 


გააზიარე: