შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1963 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია დიალექტიკური მატერიალიზმის, ბუნებათმეცნიერების ფილოსოფიის პრობლემებს, მეცნიერებათა მეთოდოლოგიას და ქართული ფილოსოფიის ისტორიას. ჩამოაყალიბა თვალსაზრისი მეცნიერული ცოდნის ფსევდოაბსოლუტური ხასიათის შესახებ, რომელიც შემდეგ ღირებულებაზეც გაავრცელა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |