The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ავალიანი

სერგი ავალიანი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 2017  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1963 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია დიალექტიკური მატერიალიზმის, ბუნებათმეცნიერების ფილოსოფიის პრობლემებს, მეცნიერებათა მეთოდოლოგიას და ქართული ფილოსოფიის ისტორიას. ჩამოაყალიბა თვალსაზრისი მეცნიერული ცოდნის ფსევდოაბსოლუტური ხასიათის შესახებ, რომელიც შემდეგ ღირებულებაზეც გაავრცელა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართულ ფილოსოფიურ მეცნიერებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს ეროვნული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: