The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ავალიშვილი

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1986  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1938 წელს.

თამაშობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში(1928–1931), "მედსანშრომაში"(1932–1934), "სპარტაკში"(1935–1936), "მშენებელში"(1937), "დინამოში"(1944–1950). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(1933–1941) და "დინამოს"(1945–1968) უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით "დინამო" სამჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი(1950, 1953, 1954) და ორჯერ(1950, 1951) სსრკ თასის მფლობელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კალათბურთელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.60 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1956 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1955 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: