The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავგაროზ ბანდაისძე

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:კალიგრაფი, მხატვარი

ბიოგრაფია

ავგაროზ ბანდაისძე იყო XIV საუკუნის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მოღვაწეობდა ქსნის ერისთავების კარზე. გადაუწერია ლარგვისის მონასტრიდან ჩამოტანილი პარაკლიტონი–კრებული, რომელიც შეიცავს კვირის ყოველი დღისათვის განკუთვნილ საეკლესიო საგალობლებს. ნაწერი ნუსხურია, გადაწერილია ლამაზად, გამოცდილი და დამაჯერებელი ხელით, ყავისფერი მელნით, ერთ სვეტად ტექსტშივე  ჩართული  სინგურით გამოყვანილი მთავრული ასოებით. მასვე შეუსრულებია კამარები და მახარებელთა სურათები ქსნის ერისთავის ვირშელისათვის გიორგი თაბაურის მიერ გადაწერილ სახარებაში. ავგაროზ ბანდაისძის შედგენილი უნდა იყოს ქსნის საერისთაოს ცნობილი მატიანე "ძეგლი ერისთავთა". შოთა მესხიას მოსაზრებით, მარი ბროსეს არქივში აღმოჩენილი ორიგინალი ავგაროზ ბანდაისძის დაწერილია, მისივე შესრულებულია ვირშელ III–ის პორტრეტი ამ ხელნაწერში. ბანდას(ბანდაის ძეთა) გვარი ეტყობა ქსნის საერისთაოში კულტურის მოღვაწეთა დინასტიას წარმოადგენდა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.62


გააზიარე: