The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხარატიშვილი

ლევან ხარატიშვილი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1980  (43 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი(კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) 2000 წელს; ჩარლზ უნივერსიტეტი&ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი(ამერიკის სწავლების ფონდი, პრაღა, ჩეხეთი) 2002 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 2003 წელს.

1999–2003წწ. საქართველოს გაეროს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალ "თავშესაფრის" მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ოფიცერი; 2003–2004წწ. საქართველოს გაეროს ასოციაცია, ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი; 2004–2007წწ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია - სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი; 2007–2013წწ. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, დირექტორი; 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისი (ყოფილი გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა), განათლების ექსპერტი, ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ექსპერტი; 2013-2014წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მინისტრის აპარატის უფროსი; 2014 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. 2013 წლიდან საგანმანათლებლო პორტალ www. Knowledge.ge-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის თანაავტორი და თანაგანმხორციელებელი.

წყარო: http://www.culture.gov.ge/About-Us/Structure/Deputy-(2).aspx

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საერთაშორისო განათლების ხელშეწყობისთვის(საერთაშორისო სკოლების ევროპული საბჭო ECIS)
  • 2012 - საერთაშორისო განათლების ხელშეწყობისთვის(საერთაშორისო სკოლების ევროპული საბჭო ECIS)

გააზიარე: