The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ დარეჯანაშვილი

დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1921  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყორაღანი, კახის რაიონი(აზერბაიჯანი). 

დაამთავრა ნიკიტის (დაბა ყირიმში, იალტის მახლობლად) მებაღეობა–მევენახეობის სასწავლებლის მეღვინეობის უმაღლესი პრაქტიკული კურსები 1880 წელს.

1880-1882წწ. მუშაობდა სიმფეროპოლსა და 1882-1886წწ. მუხრანში უფროს მებაღედ; შემდეგ სოფელ საცხენისის (თელავის მაზრა) და ახალციხის სკოლებში, სადაც ხელმძღვანელობდა სასოფლო–სამეურნეო განყოფილებებს და სკოლების სასწავლო მეურნეობებს; 1890-1896წწ. იყო ნაფარეულის საუფლისწულო მამულში  ჩაის პლანტაციის უფროსი მებაღე; ექსპერიმენტებს ატარებდა საქართველოში ახალი გაუმჯობესებული სასოფლო–სამეურნეო კულტურების გასავრცელებლად; ერთ–ერთი პირველი ქართველი (ინგილო) აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322


გააზიარე: