შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ კავთელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა საზანო(თერჯოლის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1964წწ. იყო ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1964–1966წწ. "ახალციხნახშირის" მედ. სანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1966–1978წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტიში; 1968–1970წწ. იყო მოსკოვის ოლქის ლუბერცის რაიონის ბერეჟინსკის სახელობის საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის 36–ე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1975–1982წწ. მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი; 1982 წლიდან ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი პერიტონიტები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.134 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |