Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1975წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი–ინტერნი. 1975–1978წწ. კურორტ მენჯის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1980–1987წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ლაბორანტი; 1987–1995წწ. ასისტენტი; 1995 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება და ერთი გამოგონება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ექიმი–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატრო დისერტაციის თემა - "ნევრასტენიის სამკურნალოდ ზოგიერთი ფიზიოთერაპიული მეთოდის გამოყენების კლინიკურ–ფიზიოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თმა - "მიკროელემენტების ელექტროფარეზით და მაგნიტური ველით ნევრასთენიით დაავადებულთა დიფერენცირებული მკურნალობა და ამ ელემენტების როლი დაავადების პათოგენეზში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.135 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |