The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982–1983წწ. ცხაკაიას რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1983–1986წწ. მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1986–1987წწ. ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრასთან არსებული კლინიკური ალერგოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987–1990წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: ფილტვების ქრონიკული უკმარისობის არამედიკამენტური მკურნალობა. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მკურნალობის ექსტრაკორპორალური მეთოდების ზემოქმედება სისხლის ჰემოსტაზურ პოტენციალზე სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.135; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.332

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: