The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ შულავრელი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

ავთანდილ შულავრელი იყო XVIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი სოფელ წესთან. მისი სახელი მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბძანეთ". მეორე წარწერის მიხედვით, ძეგლი 1753  წელს აუგიათ. ავთანდილ შულავრელი, როგორც ჩანს, აღმოსავლეთ საქართველოდან იყო. მას რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით აუგია ტაძარი, რომელიც ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნიმუშია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.63


გააზიარე: