The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ათანასე (არქიმანდრიტი)

ოფიციალური სახელი:ალექსი პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1774
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1832  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი.

დაამთავრა ასტრახანის სასულიერო სემინარია.

1796–1801 წლებში იყო ყიზლარის ტაძრისა და მუშკეტერთა პოლკის  მღვდელი. 1803 წელს მთავარმართებელმა პ. ციციანოვმა საქართველოში გადმოიყვანა. იყო თარჯიმანი, კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორი. მონაწილეობდა საქართველოს საერო და საეკლესიო რეფორმების მართვა–გამგეობის შემუშავებაში. იღვწოდა განათლების საქმის განვითარებისათვის. თარგმნა და გამოსცა სახელმძღვანელოები. მოაწყო ქართული სტამბა. დაახლოებული იყო ორბელიანთა სახლთან(იყო გრიგოლ ორბელიანის ნათლია). მიტროპოლიტ ვარლამთან(ერისთავი) მოამზადა საქართველოს საეკლესიო რეფორმის პროექტი. არსენ თბილელთან უთანხმოების  შედეგად სასწავლებლის დირექტორობიდან გადააყენეს და 1810 წელს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. შემდეგ თბილისის ფერისცვალების(დარიის) მონასტრის არქიმანდრიტი იყო. 1819 წელს საქართველოს საეგზარქოსოს დავალებით სამეგრელოს ეპარქიაში ახლებურად მოაწყო მმართველობა. შემდეგ ათანასე არქიმანდრიტი რუსეთში გადავიდა და ჯერ ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის მაკარის მონასტრის წინამძრვარი იყო, მოგვიანებით კი სათავეში  ჩაუდგა მოსკოვის დონის მონასტერს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კულტურის ამ კერის გარდაქმნაში. საეკლესიო მოღვაწე. მესტამბე. თარჯიმანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74


გააზიარე: