შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს. 2005 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სერტიფიცირებული ადვოკატი, სამოქალაქო სამართალი; 2001-2005წწ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო, სპეციალისტი; 2005-2007წწ. იურიდიული კომპანია "მამალაძე და პარტნიორები", ადვოკატი; 2007-2009წწ. იურიდიული კომპანია "გოგოლაძე და პარტნიორები", მმართველი დირექტორი; 2009-2011წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი", დირექტორი; 2011-2014წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი", დირექტორი; 2014-2015წწ. ქალაქ თბილისის მერიის განთლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015 წლის თებერვლიდან მაისამდე სპორტული კომპლექსი "არენა 1", "არენა 2", კომერციული დირექტორი; 2015 წელს სამშენებლო კომპანია "არენამშენი", დირექტორი; 2024 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სპორტის მინისტრი. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |