The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



დავით ებრალიძე

დავით ებრალიძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1965  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1987 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1990 წელს; ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იურისტის კვალიფიკაციით 2003 წელს.

1991-1992წწ. ფიზიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. გამომცემლობა "ლიცეუმის“ დირექტორი; 1994-1996წწ. გაეროს განვითარების პროგრამის სახელმწიფო ადმინისტრირების პროექტის ოფიცერი; 1996-2000წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 2000-2001წწ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტი; 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული "შვიდკაცას" ექსპერტი ფინანსურ საკითხებში; 2001-2002წწ. სახელმწიფო კონტროლის/აუდიტის საკითხებში კანონპროექტთა პაკეტის ავტორი და ლობისტი; 2001 წელს მსოფლიო ბანკის საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის პროექტი, კონსულტანტი საპრივატიზაციო მარკეტინგში; 2003 წელს საქართველოს პარლამენტი, ლობისტი კანონპროექტზე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურის თაობაზე; 2003 წელს ქ. თბილისის საკრებულო, ლობისტი ურბანული მიწების საკითხებზე; 2003-2005წწ. ენერგო ომბუდსმენი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი; 2006-2012წწ. იურიდიული ფირმა "ებრალიძე და კომპანი"-ის ხელმძღვანელი; 2012-2013წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2013–2015წწ. იურიდიული ფირმა "ებრალიძე და კომპანი"-ის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

წყარო: http://www.mod.gov.ge/w/minister-deputies/davit-ebralidze


გააზიარე: