The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:დარეჯან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1670
გარდაცვ. თარიღი:1740  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მეფე არჩილ II-ის ასული; 1685 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში; არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური გახდა; 1721-1723წწ. იღწვოდა საქართველოს პოლიტიკური კავშირის ჩამოსაყალიბებლად; ბოლომდე ერთგულად იბრძოდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გამყარებისათვის; მის სასახლეში (მოსკოვში) ქართველები ეცნობოდნენ რუსული მოწინავე საზოგადოების აზრს; 1733–1736წწ. მისი ინიციატივით სოფელ ვსეხსვიატკოეში ძველი კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც ქართველთა კულტურულ–რელიგიური ცენტრი გახდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322


გააზიარე: