შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაიმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე; სოლომონ I–ის ასული; იმერეთის გავლენიანი თავადის ქაიხოსროს მეუღლე; აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1819-1820წწ. იმერეთის აჯანყების დროს, მეფის მთავრობამ გადაასახლა რუსეთში; დარეჯან ბატონიშვილი იყო XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მცხოვრები პირველი ქართველი მწერალი ქალი, მან ლექსად დაწერა სხვადასხვა ძილისპირული და საგალობელი, მას ეკუთვნის "ანბანთქება", "ღვთისმშობლის შესხმა". დარეჯან ბატონიშვილს მიეწერება მრისხანე სატირა თეოფილაქტეზე (რუსეთის მიერ დანიშნული საქართველოს ეგზარქოსი). გარდაიცვალა მოსკოვში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.840
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |