The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:დარეჯან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1756
გარდაცვ. თარიღი:1821  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი, პოლიტიკოსი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე; სოლომონ I–ის ასული; იმერეთის გავლენიანი თავადის ქაიხოსროს მეუღლე; აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1819-1820წწ. იმერეთის აჯანყების დროს, მეფის მთავრობამ გადაასახლა რუსეთში; დარეჯან ბატონიშვილი იყო XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მცხოვრები პირველი ქართველი მწერალი ქალი, მან ლექსად დაწერა სხვადასხვა ძილისპირული და საგალობელი, მას ეკუთვნის "ანბანთქება", "ღვთისმშობლის შესხმა". დარეჯან ბატონიშვილს მიეწერება მრისხანე სატირა თეოფილაქტეზე (რუსეთის მიერ დანიშნული საქართველოს ეგზარქოსი). გარდაიცვალა მოსკოვში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.840 


გააზიარე: