| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯანი (ქართლ-კახეთის დედოფალი)![]()
ბიოგრაფიაქართლ–კახეთის დედოფალი, ერეკლე II–ის მესამე ცოლი, ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის უმცროსი ვაჟის, კაცია-გიორგი დადიანის ასული; ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა; ამ მიზნით ერეკლე II–ს კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც, გიორგის (ერეკლე II–ის უფროსი ვაჟი მეორე ცოლისგან) შემდეგ მეფობა არა მის შვილზე არამედ მის ძმაზე (დარეჯანის შვილზე) იულონზე გადასულიყო (ეს წესი შემდეგ ერეკლე II–მ თვითონვე გააუქმა); მან ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია; თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომლებსაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო; მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში; დარეჯანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა; ცნობილია მისი ინიციატივით გადაწერილი ანტონ პირველის "თვენი", რომელიც 1778-1779 წლებში დარეჯანის "ბრძანებითა და საფასითა" გადაწერეს სიონის დეკანოზმა ნიკოლოზმა და სოლომონ ალექსიშვილმა. ერთ-ერთი წიგნის ანდერძში არის მინაწერი: "ადიდენ უფალმან მრჩობლითავე ცხოვრებითა ქართლისა და კახეთისა დედოფალი დარეჯან, რომლის ბრძანებითა და საფასითა აღვსწერე ოთხნი ესე თუენი სრულიად შემკობილნი ტიბიკონითურთ მე, ყოვლად უღირსმან სიონის დეკანოზმან ნიკოლაოს, დასაბამითგან წელთა ქრისტეს აქეთ 1779. ანალოგიური ხასიათისაა სხვა ხელნაწერის ანდერძებიც; აღნიშნული ხელნაწერები ერთმანეთის გაგრძელებაა. შეიცავს ოთხ-ოთხი თვის მასალას. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, დარეჯანი 1803 წელს ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს, გარდაიცვალა პეტერბურგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322; კახეთის გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2001. - გვ.23; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.145
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

