The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეგლარ აკობია

ბეგლარ აკობია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1947  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზუგდიდი, თავისი სახლის ეზო
კატეგორია:მომღერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

1930 წელს თავის მეუღლესთან, ჩონგურზე დაკვრის ცნობილ ოსტატთან ქიონია ბარამიასთან ერთად(კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მხარდაჭერით) ზუგდიდში ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ანსამბლი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. ანსამბლმა დიდი როლი ითამაშა იმ დროისათვის მივიწყებული ქართული ხალხური საკრავის–ჩონგურის აღდგენა–პოპულარიზაციაში. მისი რეპერტუარი მოიცავდა 140–მდე ხალხურ(ძირითადად მეგრულ, სვანურ, გურულ და აფხაზურ სიმღერებს–"ჩელა", "დიდა ვოი, ნანა", "ზარი", "სიმღერა უტუ მიქავაზე", "სახუმარო პაპაში" და სხვ.) ბეგლარ აკობიამ არაერთი ხალხური სიმღერა გააცოცხლა. ანსამბლთან ერთად შემოიარა საქართველოს თითქმის ყველა რაიონი და სოფელი, გასტროლები გამართა სომხეთშიც(ეერევანი, გიუმრი). იყო მრავალი ოლიმპიადის მონაწილე. დიდია მისი დამსახურება ქართული ხალხური სიმღერების დახვეწის, მათი სწორი ინტონირების, შესრულების მხრივ. ფოლკლორის ცნობილი მკვლევარები და ისტორიკოს–ეთნოგრაფები(კ. ფოცხვერაშვილი, გ. ჩხიკვაძე, ს. ჯანაშია, გ. ჩიტაია) მაღალ შეფასებას აძლევდნენ ბეგლარ აკობიას მოღვაწეობას და მის ანსამბლს. ხალხური სიმღერების მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.82; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.95


გააზიარე: