The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დარისპანაშვილი

გიორგი დარისპანაშვილი
Date of birth:11 June, 1905
Date of death:4 April, 1985  (at 79 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1927-1928წწ. იყო თბილისის მუშათა თეატრის, 1928-1933წწ. კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი; შეასრულა როლები: შამილი (ი. ვაკელის "შამილი"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ბიძინა ჩოლოყაშვილი (ა. წერეთლის "ბაში–აჩუკი"); მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა – ს. მთავარაძის "აურიე რგოლი", ა. კაჭკაჭიშვილის "პარტიზანები", ნ. ლომოურის "ქაჯანა"; არის ათამდე პიესის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია – "ხიდქვეშ", "ძმები", "ტყის მეგობარი"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.326; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.840

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

Bibliography

  • მოგონებები : თეატრზე (Author). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1976. - 191გვ.
  • ხიდ-ქვეშ : პიესა 4 მოქმედებათ (Author). - თბილისი, ფედერაცია (ცეკავშირის სტ.), 1937. - 75გვ.
  • სამი ამხანაგი : პიესა 4 მოქმედებად (Author). - ტფილისი, სახელგამი, საბავშვო და ახალგაზრდობის სექტორი, 1933. - 50გვ.

Share: