The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან დარსაველიძე

ამირან დარსაველიძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 2005  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმზე – "წუთისოფელი"(1971), "თეთრი ქვები" (1972), "მზე შემოდგომისა" (1973); დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: "კავკასიური რომანსი" (1975), "ლიმონის ტორტი" (1977), "მწვერვალთა დამპყრობნი" (1977); დამოუკიდებლად გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ფილმები: "სათადარიგო ბორბალი" (1978), "ყვითელი ჩიტი" (1983); კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.328

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: