შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დარსაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ფიზიკა და წარმოების საფუძვლები 1963 წელს. 1963-1964წწ. იყო თბილისის მე-60 საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1965-1968წწ. მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1968-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2005წწ. ნახევარგამტარი მასალების ლაბორატორიის გამგე; 2005-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2005-2008წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010წწ. ნახევარგამტარი მასალებისა და ფერადი ლითონების ლაბორატორიის გამგე; 2007-2010წწ. სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 2010-2012წწ. ამავე ინსტიტუტის თერმოელექტრული ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობისა და ხელსაწყოთმშენებლობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2001-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006-2017წწ. სრული პროფესორი; 2012 წლიდან სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 175 სამეცნიერო პუბლიკაცია. მისი კვლევის თემაა: სტრუქტურული დეფექტები და შინაგანი ხახუნი ბორსა და მის ფუძეზე არსებულ მასალებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.328; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი: sipt.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.20-21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |