The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი მარკოვი

დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1953  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1896 წელს(იურიდიული ფაკულტეტი).

თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო აფხაზეთში, სადაც ოლქის გადასახადთა ინსპექტორად მუშაობდა, შემდეგ ამავე თანამდებობაზე ქ. სლავიანსკში გადაიყვანეს, სლავიანსკიდან ქ. ხარკოვში გადავიდა, ხოლო ხარკოვიდან თბილისში დაბრუნდა და სასოფლო–სამეურნეო ბანკში დაიწყო მუშაობა; 1918–1919წწ. სასოფლო–სამეურნეო კურსებზე შევიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ დაამთავრა; დაეუფლა სანადირო მეურნეობის საქმის ორგანიზაციის შესწავლას, ეს საქმიანობა ბევრ საინტერესო თემას მოიცავდა, მასში შედიოდა: სარეწაო–სანადირო ცხოველების ბიოლოგია, ბუნების დაცვა, კინოლოგია; იგი იყო ამ საქმის პიონერი და პროპაგანდისტი საქართველოში; 1921 წლიდან იყო საქართველოს მონდირეთა კავშირის პირველ დამაარსებელთა შორის და ამ კავშირის მდივანი სამი წლის განმავლობაში, ამასთანავე საქართველოს სამხედრო–საზღვაო კომისარიატის მონადირეთა სექციის დაარსების შემდეგ მასვე დააკისრეს მდივნობა, მოგვიანებით კი ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო მონადირეთა საზოგადოების მდივნობაც; ამავე წელს მიიწვიეს საქართველოს მიწათმოქმედების კომისარიატში სანადირო და სათევზაო საქმის სპეციალისტის თანამდებობაზე; ამ წლებში მოამზადა ნადირობისა და თევზაობის კანონთა პროექტი, დააზუსტა ნადირობის ბიოლოგიური ვადები; 1924–1926წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალებში – "Спорт и охота в Закавказье" და "ნადირობა"; 1924 წლიდან თბილისის პოლიტექნიკუმის სატყეო განყოფილებაზე იგი, პირველად ამიერკავკასიაში, იწყებს ლექციების კითხვას ნადირობისმცოდნეობის შესახებ; მას ეკუთვნის ამ ლექციების კურსის შესავალი ნაწილი, პროგრამა და სწავლების მეთოდიკა; მის ერთ–ერთ უმთავრეს დამსახურებად ითვლება თბილისში ზოოლოგიური პარკის ჩამოყალიბება, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო 1927–1930წწ., მოგვიანებით მისი კონსულტაციითა და პროექტით ჩამოყალიბდა ზოოლოგიური პარკები ბაქოსა და ერევანში; აქვს სპეციალური ნაშრომი "ამიერკავკასიის სანადირო მეურნეობა", ცალკე ნარკვევები ბორჯომის, ლაგოდეხისა და ზაქათალის ნაკრძალთა შესახებ, პირველი მათგანი ერთადერთი მეცნიერულად დამუშავებული ნაშრომია ამიერკავკასიის სანადირო ფაუნის შესახებ; მას ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის საპატიო სახელი ჰქონდა მინიჭებული; გარდა ნარკვევებისა დაწერილი აქვს ორი დიდი რომანი – "ყვარლის ციხე", "შამილის შვილი", მთელი ციკლი საბავშვო მოთხრობებისა ცხოველთა შესახებ.

წყარო: მონადირის მოგონებანი . – თბ., 1959. – გვ.3

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: