Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი მარკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1896 წელს(იურიდიული ფაკულტეტი). თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო აფხაზეთში, სადაც ოლქის გადასახადთა ინსპექტორად მუშაობდა, შემდეგ ამავე თანამდებობაზე ქ. სლავიანსკში გადაიყვანეს, სლავიანსკიდან ქ. ხარკოვში გადავიდა, ხოლო ხარკოვიდან თბილისში დაბრუნდა და სასოფლო–სამეურნეო ბანკში დაიწყო მუშაობა; 1918–1919წწ. სასოფლო–სამეურნეო კურსებზე შევიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ვერ დაამთავრა; დაეუფლა სანადირო მეურნეობის საქმის ორგანიზაციის შესწავლას, ეს საქმიანობა ბევრ საინტერესო თემას მოიცავდა, მასში შედიოდა: სარეწაო–სანადირო ცხოველების ბიოლოგია, ბუნების დაცვა, კინოლოგია; იგი იყო ამ საქმის პიონერი და პროპაგანდისტი საქართველოში; 1921 წლიდან იყო საქართველოს მონდირეთა კავშირის პირველ დამაარსებელთა შორის და ამ კავშირის მდივანი სამი წლის განმავლობაში, ამასთანავე საქართველოს სამხედრო–საზღვაო კომისარიატის მონადირეთა სექციის დაარსების შემდეგ მასვე დააკისრეს მდივნობა, მოგვიანებით კი ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო მონადირეთა საზოგადოების მდივნობაც; ამავე წელს მიიწვიეს საქართველოს მიწათმოქმედების კომისარიატში სანადირო და სათევზაო საქმის სპეციალისტის თანამდებობაზე; ამ წლებში მოამზადა ნადირობისა და თევზაობის კანონთა პროექტი, დააზუსტა ნადირობის ბიოლოგიური ვადები; 1924–1926წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალებში – "Спорт и охота в Закавказье" და "ნადირობა"; 1924 წლიდან თბილისის პოლიტექნიკუმის სატყეო განყოფილებაზე იგი, პირველად ამიერკავკასიაში, იწყებს ლექციების კითხვას ნადირობისმცოდნეობის შესახებ; მას ეკუთვნის ამ ლექციების კურსის შესავალი ნაწილი, პროგრამა და სწავლების მეთოდიკა; მის ერთ–ერთ უმთავრეს დამსახურებად ითვლება თბილისში ზოოლოგიური პარკის ჩამოყალიბება, რომლის პირველი დირექტორი თავად იყო 1927–1930წწ., მოგვიანებით მისი კონსულტაციითა და პროექტით ჩამოყალიბდა ზოოლოგიური პარკები ბაქოსა და ერევანში; აქვს სპეციალური ნაშრომი "ამიერკავკასიის სანადირო მეურნეობა", ცალკე ნარკვევები ბორჯომის, ლაგოდეხისა და ზაქათალის ნაკრძალთა შესახებ, პირველი მათგანი ერთადერთი მეცნიერულად დამუშავებული ნაშრომია ამიერკავკასიის სანადირო ფაუნის შესახებ; მას ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის საპატიო სახელი ჰქონდა მინიჭებული; გარდა ნარკვევებისა დაწერილი აქვს ორი დიდი რომანი – "ყვარლის ციხე", "შამილის შვილი", მთელი ციკლი საბავშვო მოთხრობებისა ცხოველთა შესახებ. წყარო: მონადირის მოგონებანი . – თბ., 1959. – გვ.3 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |